„ლელო“ არასდროს იყო დამოუკიდებელი მოთამაშე, ის მთლიანად „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგთან არის აფილირებული - ირაკლი ქადაგიშვილი

ქადაგიშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, „ლელო“ არასდროს იყო დამოუკიდებელი მოთამაშე. მისი თქმით,ეს პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგთან არის აფილირებული.

„ლელო“ არასდროს იყო დამოუკიდებელი მოთამაშე, ის მთლიანად „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგთან არის აფილირებული. მათი გამარჯვების შანსი არის მიზერული. გამომდინარე აქედან, 2 აპრილის არჩევნებში, რუსთავში ხალხის ვერდიქტიც დაერთვება პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

პარლამენტის ოთხ წევრს, მათ შორის ბადრი ჯაფარიძეს სადეპუტატო უფლებამოსილება 16 თებერვალს შეუწყდათ, რის შემდეგაც, რამდენიმე საათში, „ლელოში“ განაცხადეს, რომ პარტია ჯაფარიძეს შუალედურ არჩევნებზე რუსთავის მაჟორიტარად წარადგენს.