პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ალექსეი დანილოვი აცხადებს, რომ ამჟამად რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია არ შეინიშნება, თუმცა ადგილი აქვს პროვოკაციებს, რომლებითაც სურთ, უკრაინას საპასუხო ცეცხლის გახსნა აიძულონ. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მივსივე თქმით, უკრაინა პროვოკაციებს არც ერთ შემმთხვევაში არ უნდა წამოეგოს.
„თუ საუბარია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან ოპერაციაზე, ჩვენ ასეთს ვერ ვხედავთ. რას ვხედავთ ახლა? ჩვენ ვხედავთ რუსეთის მხრიდან პროვოკაციებს, რომლებსაც ისინი მუდამ ახორციელებენ. თუმცა, დღეს ადგილი ჰქონდა თავხედურ, მასიურ პროვოკაციას. რა არის მიზანი? მიზანია, რომ ჩვენ სამხედრო გზით ძლიერი პასუხის გაცემა დავიწყოთ, რათა დაგვადანაშაულონ იმაში, რასთანაც ჩვენი დაკავშირება სურთ“, – განაცხადა დანილოვმა.
შეგახსენებთ, 17 თებერვალს რუსულმა საოკუპაციო ძალებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 50-ჯერ დაარღვიეს, დაიბომბა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მათ შორის, საბავშვო ბაღი დასახლება სტანიცა ლუგანსკაში.