"ლეიბორისტული პარტიის“ პარლამენტში შესვლა ცოტა დაგვიანებულია - შალვა პაპუაშვილი

shalva papuashvili

„ჩემი შეფასებით, "ლეიბორისტული პარტიის“ პარლამენტში შესვლა ცოტა დაგვიანებულია, ალბათ, იმიტომ, რომ ჩვენ ვნახეთ, ერთი წელი საერთოდ, არცერთხელ იმყოფებოდნენ პარლამენტის შენობაშიც კი. აქედან გამომდინარე, მე ვერ გეტყვით, ახლა, რატომ... როგორც ვხვდები, ჯერ გადაწყვეტილიც არ აქვთ შემოვიდნენ პარლამენტში“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

„საერთო ჯამში, ეს ბოიკოტი, თუ საბოტაჟი მიმართულია არა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, არამედ მიმართულია პარლამენტის, როგორც ინსტიტუტის წინააღმდეგ. შესაბამისად, ეს ბოიკოტი არის მიმართული ხალხის წინააღმდეგ, იმ ხალხის, რომელმაც 2020 თუ 2021 წელს არჩევნებში საკუთარი არჩევანი გააკეთა.

აქედან გამომდინარე, ეს არის დემოკრატიული კალაპოტიდან ამოვარდნა. ჩვენ სულ ამას ვსაუბრობდით, რომ პრობლემა „ნაციონალური მოძრაობას“ თუ სხვა პარტიებს, რომლებიც მიკედლებული არიან „ნაციონალურ მოძრაობასთან“, აქვთ ქართველ ხალხთან და დემოკრატიასთან, იმიტომ რომ არ აღიარებდნენ არჩევნებს“, - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.