ლეგიტიმაციაზე, რომელსაც ხელზე იხვევდნენ, საუბარი ალბათ, ვეღარ გაგრძელდება იმიტომ, რომ ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, სხვა ოფიციალურ პირებს - მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე

ლეგიტიმაციაზე საუბარი ალბათ, ვეღარ გაგრძელდება იმიტომ, რომ ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.

„ლეგიტიმაციაზე, რომელსაც ხელზე იხვევდნენ, საუბარი ალბათ, ვეღარ გაგრძელდება იმიტომ, რომ ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, სხვა ოფიციალურ პირებს. როგორც ვიცი, არჩეულ პრეზიდენტთანაც არის შეხვედრა. შეიძლება, ექსპრეზიდენტთანაც, არ ვიცი ამის შესახებ, მაგრამ ყველა შემთხვევაში ლეგიტიმაციაზე საუბარი და სპეკულაციები ამით დასრულდა”, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.