1769284719
ლაშა პაპაშვილი ფასების კლებაზე: მსოფლიო გიგანტებთან მოლაპარაკებებია ერთი მნიშვნელოვანი გზა. არის საბანკო სექტორი და კრედიტების გაიაფება, ასევე უფრო მიზანმიმართული სუბსიდიები, რასაც სოფლის განვითარების სააგენტო ისედაც აკეთებს
მსოფლიო გიგანტებთან მოლაპარაკებებია ერთი მნიშვნელოვანი გზა, - განუცხადა ჟურნალისტებს ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა პრემიერთან შეხვედრის შემდეგ.
პაპაშვილის თქმით, ერთ-ერთი გზა არის საბანკო სექტორი და კრედიტების გაიაფება.
„ასევე, უფრო მიზანმიმართული სუბსიდიები, რასაც ჩვენი სოფლის განვითარების სააგენტო აკეთებს ისედაც.
ვფიქრობ, მთავრობა ძიებაშია. იმიტომაც შექმნა ერთი კომიტეტი, მეორე კომიტეტი. ბიზნესსაც იმიტომ იწვევს, რომ ძიებაშია რომელ გზას დაადგეს, რომელია უფრო ოპტიმალური“, - აღნიშნა ლაშა პაპაშვილმა.
პრემიერ-მინისტრი სასურსათო პროდუქციის მწარმოებლებს შეხვდა. შეხვედრა სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფორმატით გაიმართა.











