1769284719
„თუ ერთ მშვენიერ დღეს ყველაფერი მოგბეზრდა, გაიხსენე - მრავალი სხვა შესაძლებლობიდან ღმერთმა დასაბადებლად შენ აგირჩია" - გია მურღულია
გია მურღულია სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელშიც ადამიანის ღირებულებაზე, რწმენაზე, მადლიერებასა და სიცოცხლის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას.
„თუ ერთ მშვენიერ დღეს ყველაფერი მოგბეზრდა, იფიქრე, რომ სამყარომ მიგატოვა, დეპრესიამ უხეშად შემოგიტია და სიცოცხლე აღარ მოგინდა, გაიხსენე - მრავალი სხვა შესაძლებლობიდან ღმერთმა დასაბადებლად შენ აგირჩია.
ამაზე მეტი გამორჩეულობა აღარ არსებობს.
მან მოგცა სიცოცხლე.
მოგცა სასიცოცხლო ენერგია.
მოგცა ნიჭი და შესაძლებლობა - შენზე განგებით დაკისრებული ფუნქციისა და მოვალეობის შესასრულებლად.
მოგცა ღიმილი სიხარულისთვის და ცრემლები - ნათელი სევდისთვის.
მოგცა მიზნის გააზრების უნარი, შეუპოვრობა და გარჯის ძალა.
მოგცა შემოქმედებითი ენერგია მიზან შეწონილისა და მშვენიერის შესაქმნელად.
მოგცა იუმორის გრძნობა სამყაროსა და შენ თავთან შეხუმრებისთვის.
დაგაჯილდოვა ბედნიერებისკენ სწრაფვის უნარითა და მისი მოპოვების შესაძლებლობით.
მოგცა საჩუქართა გვირგვინი - სიყვარული და სულის სინათლე - ღირსება.
დაგენახვა, თავი შეგაცნობინა და აგიშენა ბოროტისგან აუღებელი ორი დიდებული ციხე-სიმაგრე - რწმენა და იმედი.
და შენ ამბობ, რომ მიტოვებული მარტოსული ხარ და სიცოცხლე არაფრად გიღირს?!
მან ყველაფერი მოგცა და შენ გინდა არაფრად გადააქციო?
სადღაა შენში მადლიერება?
სადღაა შენში ადამიანი?
მოიკრიბე შენი სინათლე, გააღე კარი, გამოდი გარეთ, შეხედე ცას და თქვი მთავარი სიტყვები:
"მე აქ ვარ, ღმერთო და მზად ვარ - შენი სიყვარული გავამართლო."
არ არსებობს ისეთი დაცემა, ღმერთით, მოყვასითა თუ შენივე ნებით ფეხზე რომ ვერ წამოუდგე.
სიცოცხლეს არ შეუძლია სიკვდილი იყოს",- წერს გია მურღულია.











