ლაშა ჯოხაძე გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს მან საქართველო დატოვა: ტყუილია - ისევ შინაგან საქმეთა სამინისტროში ვარ დასაქმებული

ლაშა ჯოხაძე

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლაშა ჯოხაძე არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მან საქართველო დატოვა და საფრანგეთში ითხოვს თავშესაფარს.

„ტყუილია, მე ვარ დასაქმებული ისევ შინაგან საქმეთა სამინისტროში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვარ. ვინ ავრცელებს ამ ინფორმაციას?! ვის დასჭირდა?! სისულელეა, რა - აბსურდი. ვიღაცამ ხომ დადო ეს სისულელე, ალბათ გავარკვევთ ამას“, - ამბობს ლაშა ჯოხაძე.