შსს-მ ნარკორეალიზაციაში ჩართული და მხარდამჭერი 108 პირი დააკავა
1775038055
ირანი იმუქრება, რომ აშშ-ის და ისრაელის ოპერაციის ხელშეწყობისთვის გიგანტურ ტექნოლოგიურ კომპანიებს დაბომბავს, როგორიცაა Apple, Google, Meta და Microsoft.
ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა 18 მსხვილი ამერიკული კომპანია, მათ შორის ტექნოლოგიური გიგანტები, გააფრთხილა, რომ რეგიონში მათი ოფისები და ქონება თავდასხმის ობიექტი გახდება, რადგან, ირანელი სამხედროების მტკიცებით, ისინი ირანში აშშ-ირაელის ოპერაციებს ჯაშუშური მომსახურების გაწევით ეხმარებიან.
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში განაცხადეს, რომ ეს კომპანიები უნდა ელოდონ ირანის საპასუხო თავდასხმებს, რომელიც დაიწყება პირველ აპრილის, ირანის დროით 20:00 საათზე.
ირანში აცხადებენ, რომ კომპანიების ოფისები რეგიონში „განადგურდება“.