ლადო მგალობლიშვილი: აჭარაში ნაციონალურმა მოძრაობამ 3 წელიწალში იმაზე მეტი დახარჯა მივლინებებში, საჩუქრებში, რესტორნებში, ვიდრე ქართულმა ოცნებამ 10 წელიწადში

აჭარა

„აჭარაში ნაციონალურმა მოძრაობამ 3 წელიწალში იმაზე მეტი დახარჯა მივლინებებში, საჩუქრებში, რესტორნებში, ვიდრე ქართულმა ოცნებამ 10 წელიწადში“, - ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვლადიმერ მგალობლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ 10 წელში 3 მილიონიც კი არ დაუხარჯავს

„ნაციონალური მოძრაობა მუყაითად ცდილობს მოირგოს ბიუჯეტის დამცველის მანტია. სინადვილეში კი ხელისუფლებაში ყოფნის დროს წარმოუდგენელი თანხები გაედინებოდა ბიუჯეტიდან გაურკვეველი მიმართულებით.
მაგალითისთვის,აჭარაში ნაციონალურმა მოძრაობამ 3 წელიწადში იმაზე მეტი დახარჯა მივლინებებში, საჩუქრებში, რესტორნებში, ვიდრე ქართულმა ოცნებამ 10 წელიწადში.

აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ ბატონმა ლევან ვარშალომიძემ სტატისტიკურად 3 წლის განმავლობაში 4 მილიონამდე ლარი დახარჯა სარესტორნე, მივლინების, საჩუქრების, სტუმართა განთავსებისა წარმომადგენლობითი ხარჯების მიმართულებით. მაშინ როცა, იგივე საჭიროებებისთვის აჭარის მთავრობას ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს 10 წლის განმავლობაში 3 მილიონიც არ დაუხარჯავს“, - წერს ლადო მგალობლიშვილი.