დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
„ეს მართლაც კრიმინალი, დამნაშავე სააკაშვილი, როდესაც საუბრობს ვინმეს უკანონობაზე, რაიმე კონტრაბანდაზე, პირველ რიგში, თვითონ როცა კონტრაბანდულად შემოვიდა ქვეყანაში, სჯობს ამაზე გასცეს პასუხი",- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.
"ქვეყნის შიგნით მეხუთე კოლონაა, რომელსაც ომის პარტია - „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია, მისი ლიდერები ძალ-ღონეს არ იშურებენ იმისთვის, რომ როგორმე ქვეყანაში მოაწყონ არეულობა“, - განაცხადა ღუდუშაურმა.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთი სანქციების ქვეშ მოქცეული სამხედრო დანიშნულებისა და სხვა სახის პროდუქტის კონტრაბანდის არხებს ქმნის, რომელიც მათ შორის, საქართველოს ტერიტორიაზე ქვეყნის ხელისუფლების თანხმობის საფუძველზე გაივლის.
"არ მინდა დავიჯერო, რომ ეს მართალია, მაგრამ უკრაინის დაზვერვა, როგორც წესი, ეყრდნობა ინგლისის და ამერიკის დაზვერვის მონაცემებს",- შესაბამისი განცხადება ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის Facebook-ზე გამოქვეყნდა.