წვიმა, თოვლი, -7 გრადუსამდე ყინვა - 14 დეკემბრის მოსალოდნელი ამინდი საქართველოს რეგიონებში
1765655329
რა დახმარების გაწევას აპირებს NAT0 დამატებით უკრაინისთვის? - ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ალიანსში შემავალი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს ბრიუსელში იკრიბებიან.
მინისტერიალს ხვალ უკრაინის პირველი დიპლომატიც შეუერთდება. დმიტრო კულებასთან მინისტრები უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას მოისმენენ.
მინისტერიალზე მიწვეულია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც. ეს ილია დარჩიაშვილისთვის, ახალ რანგში, პირველი საერთაშორისო ვიზიტია.
შეხვედრამდე ერთი დღით ადრე ალიანსის გენერალურმა მდივანმა საქართველო, ბოსნია-ჰერციგოვინასთან ერთად, NAT0-ს "ღირებულ პარტნიორად" მოიხსენია, რომელიც "რუსული ჩარევისა და საფრთხის ქვეშ იმყოფება".