თეგეტა უკრაინელ მექანიკოსებს დაასაქმებს

თეგეტა

„თეგეტა ჰოლდინგი“ უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს და ქვეყნიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს დასაქმებას სთავაზობს.  ჰოლდინგის გადაწყვეტილებით, უკრაინიდან ჩამოსული ყველა მოქალაქე, ვისაც ავტომექანიკოსობის გამოცდილება აქვს, რეგიონის ლიდერ კომპანიაში შეძლებს მუშაობის დაწყებას.

ვახტანგ კაჭარავა, „თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელი დირექტორი: ,,თეგეტა ჰოლდინგის“  თითოეულ ბიზნესმიმართულებას ჰყავს ბიზნესპარტნიორები უკრაინაში. რუსული ინტერვენციის დაწყებიდან მათთან ინტენსიურ კავშირზე ვართ და ვცდილობთ, ამ რთულ სიტუაციაში თანადგომა გავუწიოთ. კარგად გვესმის, შექმნილი ვითარების სიმძიმე. საომარი მოქმედებების პარალელურად, მოქალაქეებს საკუთარი ქვეყნის დატოვება უწევთ. ამჯერად გვსურს, შესაძლებლობების ფარგლებში, მათ მდგომარეობა შევუმსუბუქოთ  და ხელი შევუწყოთ დასაქმებაში.  გვინდა, ხმა მივაწვდინოთ მაქსიმალურად მეტ ომით დაზარალებულს, ვისაც საავტომობილო სფეროში მუშაობის გამოცდილება აქვს, რომ ჩვენი კომპანიის კარი მათთვის ღიაა“.

„თეგეტა ჰოლდინგის“ საქმიანობა, სხვა ბიზნესმიმართულებებთან ერთად, მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების,  სამგზავრო, სამშენებლო და სპეცტექნიკის დიაგნოსტირებასა და შეკეთებას მოიცავს. შესაბამისად, „თეგეტა მოტორსს“ აქვს შესაძლებლობა,  უკრაინიდან იძულებით გადაადგილებულ მექანიკოსებს დასაქმება ნებისმიერი განხრით შესთავაზოს. სურვილის შემთხვევაში დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე უნდა გაგზავნონ მისამართზე: Vacancy@tegetamotors.ge და სათაურის ველში მიუთითონ: tegetaforukraine.

„თეგეტა“ თავისუფლებისათვის მებრძოლი უკრაინელების სოლიდარობისთვის სხვადასხვა აქტივობას ახორციელებს. კომპანიამ ომით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად 100 000 ლარი გამოყო. ასევე, ჰოლდინგის  CSR პლატფორმაზე, tegeta.care შეიქმნა ახალი სექცია  - იზრუნე თავისუფლებაზე. ფონდში შემოსული თანხა უკრაინის ეროვნული ბანკის საქველმოქმედო ანგარიშზე გადაირიცხება.

„თეგეტა ჰოლდინგმა“ ომით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად მარტის დასაწყისში 100 000 ლარი გამოყო.

____

თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს  საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს.

მთელი ქვეყნის მასშტაბით „თეგეტას“ 29 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს: “Porsche”, Volvo”, “Toyota”,”Mazda”.

სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: “MAN”,”JCB”,”HINO” და სხვები. „თეგეტა“ მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში.

„თეგეტა ჰოლდინგი“, 2500-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.