დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების მიხედვით, ჩვენმა ქვეყანამ სერიოზული პროგრესი განიცადა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
„კორუფციის კონტროლის მიხედვით საქართველო მსოფლიოში მეორმოცე ადგილზე გავიდა. ევროპის ქვეყნებს შორის 21-ე ადგილზე და კონტინენტური ევროპის საუკეთესო ოცეულში ჩვენი ქვეყანა მე-18 ადგილზეა. ჩვენ ვუსწრებთ ევროკავშირის წევრ 11 სახელმწიფოს და ნატოს წევრ 13 სახელმწიფოს. ეს არის რეალური შედეგი, რომელსაც ჩვენ ბოლო 10-წლიანი მმართველობის პერიოდში მივაღწიეთ. აქვე მინდა ვთქვა და კიდევ ერთხელ შევახსენო ყველას, რომ მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის მიხედვით, ჩვენი ქვეყანა 30-ე ადგილზეა“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.