პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ჩვენი სიცოცხლე აბარია ღმერთს, ასე რომ მე ვერ ვიქნები ვერც ერთი ადამიანის სიცოცხლეზე პასუხისმგებელი. ჩვენი სიცოცხლე და ბედი აბარია უფალს, ასე რომ შეგვიძლია, სწორად მოვიქცეთ ყველანი - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა. კითხვა სააკაშვილის სიცოცხლეზე პასუხისმგებლობის აღებას შეეხებოდა.
მთავრობის მეთაურმა სააკაშვილს, როგორც ადამიანს გულწრფელად უსურვა დიდხანს სიცოცხლე და ჯანმრთელობა.
„მე მინდა სააკაშვილს, როგორც ადამიანს გულწრფელად ვუსურვო დიდხანს სიცოცხლე და ჯანმრთელობა. როგორ შეიძლება ადამიანის გარდაცვალება ვინმეს უხაროდეს?! სახელმწიფო აკეთებს და გააკეთებს ყველაფერს, რომ ყველა პატიმრის კონსტიტუციური უფლება იქნას დაცული“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.