კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების მოწოდება სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდება - პარლამენტი ინიციატივას მეორე მოსმენით განიხილავს

 პარლამენტი

 კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების მოწოდება სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდება. პარლამენტი ინიციატივას მეორე მოსმენით განიხილავს და დაზუსტდება ნორმატიული ფორმულირებები.

სახელისუფლებო გუნდში განმარტავენ, რომ ინიციატივა ბოლო დროინდელმა მოვლენებმა განაპირობა.

„მავანს, რომელსაც აქვს სურვილი, რომ გახლიჩოს ქართველი ერი და გაავრცელოს მოწოდებები, რომ არ არსებობს სახელმწიფო, სახელმწიფო ორგანოები და არსებობს პარალელური სამყარო, პარალელური მთავრობისა და თანამდებობის პირების სახით, ამავე დროს მოუწოდებს ადამიანების დეჰუმანიზაციისკენ - აღნიშნული საკითხი ჩვენ ქვეყანაშიც გამოიწვევს პასუხისმგებლობას“, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ.