ინდონეზიამ და ავსტრალიამ უსაფრთხოების პაქტს მოაწერეს ხელი

ინდონეზიამ და ავსტრალიამ უსაფრთხოების პაქტს მოაწერეს ხელი

ინდონეზიამ და ავსტრალიამ უსაფრთხოების პაქტს მოაწერეს ხელი.

„როიტერის“ ცნობით, ხელშეკრულება ქვეყნებს ავალდებულებს, რომელიმე ქვეყანას საფრთხე თუ დაემუქრება, ერთმანეთთან კონსულტაციები გამართონ. პაქტის შესახებ, რომლის სრული დეტალები ჯერ ცნობილი არ არის, პირველად გასული წლის ნოემბერში გახდა ცნობილი, როდესაც ინდონეზიის პრემიერ-მინისტრი პრაბოვო სუბიანტო ავსტრალიას ეწვია.

„ეს შეთანხმება იმის მანიშნებელია, რომ ავსტრალიასა და ინდონეზიას შორის ურთიერთობა უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე“, – განაცხადა ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა, ენტონი ალბანეზემ.

პრაბოვო სუბიანტოს თქმით, შეთანხმება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას კიდევ უფრო გააღრმავებს.

„ინდონეზიისთვის შეთანხმება ასახავს ჩვენს სრულ ერთგულებას კეთილმეზობლური ურთიერთობებისა და ჩვენი თავისუფალი და აქტიური საგარეო პოლიტიკის მიმართ“, – განაცხადა მან.