რამდენად იყიდით დოლარს და ევროს - 15 ოქტომბრის ვალუტის კურსი
1728937198
სანქციები არ ეხება ფინანსთა სამინისტროს, ეს არის კომერციული ბანკების მიერ აღსასრულებელი სანქცია. ჩვენ ვერანაირად ვერ ვიქნებით ჩართული ამ ნაწილში, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განაცხადა.
კაკაურიძის თქმით, საბანკო სექტორი თავისი პროცედურების მიხედვით უზრუნველყოფს სანქციების აღსრულებას.
დღეს მოვისმინე საბანკო ასოციაციის განმარტება, რომელმაც თქვა, რომ საქართველოს ყველა კომერციული ბანკი უზრუნველყოფს შესაბამისი სანქციების აღსრულებას. შესაბამისად, ჩვენ, ფინანსთა სამინისტრო დამატებით აღსრულების ნაწილში ვერ ჩავერთვებით. კომერციულ ბანკებთან მიმართებით არანაირი ბერკეტი არ გვაქვს და ეს საქმიანობა ჩვენი პროფილი არ არის. არ მგონია, რომ საბანკო სექტორს რაიმე რეპუტაცია ჰქონდეს გადასარჩენი, საბანკო სექტორი თავისი პროცედურების მიხედვით უზრუნველყოფს ამ სანქციების აღსრულებას“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
როგორც კაკაურიძემ აღნიშნა, კონკრეტული ადამიანების მიმართ გარკვეული სანქციების დაწესება საქართველოს ეკონომიკაზე გავლენას ვერ იქონიებს.
„არ ვფიქრობ, რომ ბიზნესგარემო ამ კუთხით გაუარესდება და ბიზნესგარემოსთვის ხელისშემშლელი იქნება, როცა კონკრეტულ ადამიანებზეა საუბარი. ფინანსთა სამინისტროს არც ერთ თანამშრომელს, ყოველ შემთხვევაში, ხელმძღვანელ პირებს, არ აქვთ რაიმე ისეთი გაკეთებული, რომელიც შეიძლება, ფინანსთა სამინისტროს კუთხით, სანქციის დაწესებასთან იყოს დაკავშირებული“, – აღნიშნა კაკაურიძემ.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები და სავიზო შეზღუდვები დააწესეს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ საქართველოს 60-ზე მეტ მოქალაქესა და მათი ოჯახების წევრებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა. ხოლო სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები გამოაცხადა ზვიად ხარაზიშვილი, მილერი ლაგაზაურის, კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძის მიმართ.