ახალი კადრები ტრაგედიის ადგილიდან - ბოლო მონაცემებით, ავიაკატასტროფას 35 ადამიანი ემსხვერპლა
1735129693
ქალაქ ხაშურის წყალარინების სისტემის გაუმჯობესების მიზნით, საფრანგეთის განვითარების სააგენტო საქართველოს სესხის სახით 30 მლნ. ევროს გამოუყოფს.
სასესხო შეთანხმების შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ისაუბრა. მომხსენებლის ინფორმაციით, დამატებითი თანხის გამოყოფა გამოწვეულია იმ მიზეზით, რომ მნიშვნელოვნად იზრდება პროექტის ფართობი და წყალარინების სისტემა არა მხოლოდ ხაშურის ცენტრალურ ნაწილში, არამედ ქალაქის მთელ ტერიტორიაზე მოეწყობა.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, ცვლილებები წყალმომარაგების ქსელის მშენებლობასაც შეეხება. კერძოდ, პროექტის თანახმად, წყალმომარაგების ახალი სისტემა ქალაქ ხაშურთან ერთად მის მიმდებარედ არსებულ სოფლებში - ზემო და ქვემო ოსიაურში და ცხრამუხაშიც მოეწყობა.
კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატებმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ -„საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა (გამსესხებელი) და საქართველოს (მსესხებელი) შორის საკრედიტო შეთანხმებას (ხაშურის წყალარინების სისტემების მომსახურების გაუმჯობესება)“ მხარი დაუჭირეს.
ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.