კობახიძე: 2004-2007 წლებში, როდესაც ბიძინა ივანიშვილი დიდ ინვესტიციას დებდა სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებაში, მაშინ ოლიგარქად არავინ მოიხსენიებდა 

ირაკლი კობახიძე

მაშინ პირდაპირ იყო ჩართული იმ პროცესებში, რაც პოლიტიკას უკავშირდებოდა და ოლიგარქად ბიძინა ივანიშვილს არავინ მოიხსენიებდა და ჯერ 2011 წელს გამოაცხადეს ოლიგარქად, როცა შემოვიდა პოლიტიკაში და დღეს, როდესაც გასულია მთლიანად პოლიტიკიდან მისი მოხსენიება ხდება ასევე ოლიგარქად", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „ქრონიკაში“ ჩართვისას ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქად მოხსენიების შესახებ საუბრისას განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, სად არის ლოგიკა, როდესაც ბიძინა ივანიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში აქტიურად მონაწილეობდა სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებაში ოლიგარქად არავინ მოიხსენიებდა, დღეს გასულია პოლიტიკიდან და ოლიგარქად აცხადებენ.

„მოკლედ შევეხები ბიძინა ივანიშვილის ფაქტორს, 2004-2007 წლებში თქვენ გახსოვთ, რომ ის საკმაოდ დიდ ინვესტიციას დებდა სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებაში, ვიდრე არ გამოიკვეთა ავტორიტარიზმის კონტურები სრულად. მანამდე ეს ინვესტიციები ხორციელდებოდა სხვადასხვა სფეროში, ჯარს ტანსაცმელი არ ჰქონდა და ბიძინა ივანიშვილის სახსრებით მოხდა მათ შორის, უნიფორმების შეძენა, პოლიციის რეფორმაში ფინანსური ინვესტიცია მთლიანად ბიძინა ივანიშვილის მიერ იყო განხორციელებული, სკოლების გადაიარაღება, ინვენტარის შეძენა, სკოლების რემონტი და უამრავი სხვა. მაშინ პირდაპირ იყო ჩართული იმ პროცესებში, რაც პოლიტიკას უკავშირდებოდა და ოლიგარქად ბიძინა ივანიშვილს არავინ მოიხსენიებდა და ჯერ 2011 წელს გამოაცხადეს ოლიგარქად, როცა შემოვიდა პოლიტიკაში და დღეს, როდესაც გასულია მთლიანად პოლიტიკიდან მისი მოხსენიება ხდება ასევე ოლიგარქად. სად არის აქ ლოგიკა, ლოგიკა არის ერთადერთ რამეში მათთვის უბრალოდ ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი არის უკვე პრობლემა იმიტომ, რომ თავისი ყველა უბედურების სათავეს ხედავენ ამ ფაქტორში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.