სინოპტიკოსების გაფრთხილება მოსალოდნელი ამინდის შესახებ
1779963617
შიო III ღირსი მამის, დავით გარეჯელის ხსენებასთან დაკავშირებით, დავითგარეჯის მამათა მონასტერში პარაკლისს აღავლენს, - ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს.
"ამ წუთებში უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III ღირსი მამის, დავით გარეჯელის ხსენებასთან დაკავშირებით დავითგარეჯის მამათა მონასტერში პარაკლისს აღავლენს.
შეგახსენებთ, რომ დღეს მონასტერში წირვა აღავლინა საგარეჯოსა და ნინოწმინდის მთავარეპისკოპოსმა ლუკამ (ლომიძე)", - აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.