Reuters: შავ ზღვაში, თურქეთის სანაპიროსთან ახლოს სამ ტანკერს დრონებით თავს დაესხნენ

თურქეთის სანაპიროსთან ახლოს სამ ტანკერს დრონებით თავს დაესხნენ

შავ ზღვაში, თურქეთის ჩრდილოეთ სანაპიროსთან ახლოს სამ გემს უპილოტო საფრენი აპარატებით თავს დაესხნენ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ტანკერი James II, რომელიც პალაუს დროში ქვეშ ცურავდა, ინციდენტის დროს თურქელის რაიონიდან 80 კილომეტრში იმყოფებოდა.

კიდევ ორ ტანკერზე, რომლებიც სიერა-ლეონეს დროშის ქვეშ ცურავდნენ, იმ დროს განხორციელდა თავდასხმა, როცა ისინი ღია ზღვაში ერთმანეთში ტვირთს ცვლიდნენ.

ადგილზე უკვე მივიდნენ სანაპირო დაცვის მაშველი კატარღები. Reuters-ის ცნობით, თავდასხმის შედეგად არცერთი მეზღვაური არ დაშავებულა.

ვინ დაესხა თავს ტანკერებს, ჯერჯერობით უცნობია.