ამ პროდუქტის მიღება ქალის ონკოლოგიურ რისკებს ზრდის - მარი მალაზონიას გაფრთხილება
1779387458
სამების ტაძარში, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებულ პირთა სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. 11 იდენტიფიცირებული პირიდან ორი სამხედრო და 9 მშვიდობიანი მოქალაქეა.
პანაშვიდზე იმყოფებოდნენ პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები. მათ დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს.
სამოქალაქო პანაშვიდზე მივიდა პატრიარქი შიო მესამე, რომელმაც სამებაში შეკრებილებს სიტყვით მიმართა.
"კიდევ ერთხელ ვიზიარებ თქვენს დიდ მწუხარებას. ჩვენია, საერთო მწუხარებაა. ერთად ვიხსენიებთ ჩვენს გმირებს, სულიერ შვილებს, ძმებს და დებს, რომელნიც სამშობლოსთვის აღესრულნენ აფხაზეთში, იმ საშინელ ომში. ასევე, ჩვენ ვიხსენიებთ არა მხოლოდ ქართველებს, არამედ მათთან ერთად აფხაზებსაც, ვიხსენებთ ცხინვალის ომსაც, ცხინვალში დაღუპულ ჩვენს ძმებს და დებს, როგორც ქართველებს, ასევე ოსებს. ღმერთმა აცხონოს მათი სულები, ღმერთმა მოაშუშოს ჩვენი დიდ ჭრილობა და მოგვცეს მადლი დიდი შერიგების, რომ მოხდეს ეს ჩვენი შერიგება და აღარ განმეორდეს არასდროს ეს ძმათა მკვლელი ომები. არამედ შევრიგდეთ და ჩვენი ძმური თანაცხოვრება, როგორც იყო საუკუნეების განმავლობაში, ასე გაგრძელებულიყოს და გვეცხოვროს ერთიან ქვეყანაში, მშვიდობით და ღვთის წყალობით", - განაცხადა პატრიარქმა შიო III-მ.