რა არ უნდა გავაკეთოთ წითელ პარასკევს
1744919150
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გერმანელი ევროპარლამენტარის, მიხაელ გალერის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„საბჭოთა კავშირს ნუ გვადარებთო, არადა კონფისკაცია და ექსპროპრიაცია სწორედ კომუნისტების ხელწერა იყო. ასე რომ, კი, ეს ღრმად საბჭოთა აზროვნებაა და რაც უფრო მალე გააცნობიერებენ, საით მიაქანებს ზოგიერთი პოლიტიკოსი და ბიუროკრატი ევროკავშირს, მით უკეთესი“, - წერს შალვა პაპუაშვილი.
ცნობისთვის, ევროპარლამენტარმა გალერიმ განაცხადა: „თუ არ მეშლება, ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქეა. თუ მას რაიმე აქტივები გააჩნია საფრანგეთში, შესაძლოა ზომები იქნას მიღებული“.