ხომ არ დადგა დრო, МИР-ის სისტემას შევუერთდეთ? - ფრიდონ ინჯია

ინჯია

„თუ ჩვენ დროზე არ მივიღეთ ზომები, შეიძლება ხორბლის გარეშე დავრჩეთ, საწვავის გარეშე დავრჩეთ. აქედან გამომდინარე, ხომ არ დადგა დრო, როგორც ეს გააკეთა თურქეთმა და სხვადასხვა ქვეყანამ, მათ შორის ჩინეთმა, „МИР“-ის სისტემას შევუერთდეთ? და ამითი ის გადარიცხვები, რუსული მანეთი რომ იქნება და 34 მილიონ დოლარს რიცხავდნენ ქართველები საქართველოში, რაღაცნაირად დაკომპენსირდეს“ - ამის შესახებ „ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ განაცხადა.

ჩვენ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში ვაძლევთ ხმას რუსეთის წინააღმდეგ, კი ბატონო, მაგრამ ეს არის ბიზნესი და ეს არის ფული, რომლითაც შეიძლება ჩვენი მოსახლეობა ფეხზე დადგეს და ის გადარიცხვები, რაც მოდის იქიდან, რომ შევინარჩუნოთ და ხორბალი, რომელიც 2 თვის მარაგიაო, გავიგე, ოქროს ფასი არ დაგვიჯდეს და ის ნავთობი, რომლის 40% რუსეთიდან მოდის, გადავიდეთ და დავიწყოთ ამ მხრივ მოლაპარაკება, რომ ფეხზე დავდგეთ და რაღაცა მოგება მივიღოთ“, - თქვა ინჯიამ.

ცნობისთვის, МИР-ი არის რუსეთის ეროვნული საგადასახადო სისტემა, სადაც ტრანსაქციები რუსული რუბლის მეშვეობით ხდება.

МИР-ით გაიცემა საკრედიტო და სადებეტო ბარათები. საქართველო ამჟამად არ არის იმ ქვეყნების სიაში, სადაც ეს სისტემა ოფიციალურად გამოიყენება.