პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ამ ყველა ხელოვნურად შექმნილ ბარიერს ჩვენ მოვხსნით ისე, რომ დიასპორის წარმომადგენელს ძალიან მარტივად შეეძლოს ქართული ეროვნული პასპორტის აღება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში განსახილველად სექტემბერში წარდგება .
„მინდა ყველას მოგილოცოთ დამოუკიდებლობის დღე. ჩვენ ყველანი ვართ ვალდებულნი, როგორც ხელისუფლება, რომ გავაკეთოთ მაქსიმუმი იმისთვის, რომ ეს კავშირი, რომელიც არსებობს დიასპორას და სახელმწიფოს შორის, კიდევ უფრო გავაძლიეროთ, მეტად ეფექტური გავხადოთ და ეს ყველაფერი შედეგზე ორიენტირებული უნდა იყოს. მე ძალიან კარგად მესმის ჩვენი დიასპორის წარმომადგენლების ემოციები. მეც როცა ვიყავი სტუდენტი, საფრანგეთში სწავლის დროს, პირადად გამოვცადე ჩვენი დიასპორის ყოფა, ცხოვრება. მე ძალიან კარგად მესმის ის სირთულეები, რომელიც ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებს აქვთ.არის მთელი რიგი პატარა გადაუწყვეტელი საკითხები, რომლებიც ძალიან გაუმარტივებდა ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებს. ბატონ რატი ბრეგაძესთან მქონდა საუბარი ამას წინათ და ერთი კონკრეტული მაგალითი განვიხილეთ, როცა დიასპორის წარმომადგენელი ჩამობრძანდა საქართველოში და მოისურვა ქართული პასპორტის აღება. მაგრამ, რაღაც მცირე გრამატიკული შეცდომების გამო, ამ ქართველმა პატრიოტმა კაცმა ვერ შეძლო ამ პასპორტის აღება. ამის თაობაზე ვესაუბრე ბატონ რატის. ჩვენ ორივე ვთანხმდებით, რომ ეს არის გამოსასწორებელი. ჩემი დავალებით იუსტიციის სამინისტრომ დაიწყო მუშაობა. სექტემბერში შესაბამისი კანონპროექტი წარდგება პარლამენტში და ამ ყველა ხელოვნურად შექმნილ ბარიერს ჩვენ მოვხსნით ისე, რომ დიასპორის წარმომადგენელს ძალიან მარტივად შეეძლოს ქართული ეროვნული პასპორტის აღება“, - განაცხადა პრემიერმა.