წყალი 15 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1774553839
ხმაური და დაპირისპირება თბილისის საკრებულოს სხდომაზე - ერთმანეთს ოპოზიციისა და უმრავლესობის დეპუტატები დაუპირისპირდნენ, ისმოდა შეურაცხმყოფელი ფრაზები.
ხმაური ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრის, კონსტანტინე ზარნაძის სიტყვით გამოსვლას მოჰყვა. ზარნაძემ აღნიშნა, რომ იმ დროს, როდესაც მანქანით გადაადგილდებოდა, მასთან ოპოზიციური პარტიების აქტივისტები მივიდნენ და შეურაცხყოფა მიაყენეს. ეს განცხადება, სხდომაზე, ოპოზიციის წარმომადგენლებმა გააპროტესტეს.