პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„როგორც ჩანს, გახარიას პარტიის და "ნაცმოძრაობის" მოკავშირეობა კიდევ უფრო გაღრმავდა. გახარიას გუნდის მიერ ქოლცენტრების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნა, პირდაპირ კეზერაშვილის ინტერესს ემსახურება“- წერს ექსპერტი ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში.
გვიდიანი აღნიშნავს, რომ კეზერაშვილი გახარიას პარტიის ხელით ითხოვს საგამოძიებო კომისიის შექმნას, შესაბამისად, საგამოძიებო მასალებზე სრული წვდომა, კეზერაშვილს საშუალებას მისცემს, მართლმსაჯულებას გაექცეს.
“გახარიას გუნდი რომ "ნაცმოძრაობის" ფილიალია, ეს ახალი არ არის. მათი თანამშრომლობა არაერთგზის დადასტურდა სხვადასხვა საკრებულოებში კოალიციის შექმნით და ეს ყველას კარგად გვახსოვს. როგორც ჩანს, ახლა გახარიას პარტიის და "ნაცმოძრაობის" მოკავშირეობა კიდევ უფრო გაღრმავდა. გახარიას გუნდის მიერ ქოლცენტრების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნა, პირდაპირ კეზერაშვილის ინტერესს ემსახურება. კეზერაშვილი გახარიას პარტიის ხელით ითხოვს საგამოძიებო კომისიის შექმნას, რომლითაც საფუძვლიანად გაიგებს მის წინააღმდეგ არსებულ მტკიცებულებებს. შესაბამისად, ამ საგამოძიებო კომისიის შექმნა და საგამოძიებო მასალებზე სრული წვდომა, კეზერაშვილს საშუალებას მისცემს, მართლმსაჯულებას გაექცეს. ეს ყველაფერი თეთრი ძაფით არის ნაკერი და ყველასთვის ყველაფერი მარტივად მისახვედრია.
ქოლცენტრების საქმეს იძიებენ საქართველოს და გერმანიის პროკურატურები. ამიტომ ძალიან ეჭვი მეპარება პარლამენტში გახარიას პარტიის დეპუტატების მიერ შექმნილი კომისია უფრო კომპეტენტური იყოს, ვიდრე ქართულ-გერმანული პროკურატურების გამოძიება. ასე რომ, ამ საცირკო პერფორმანსს არანაირი აზრი არ აქვს.”- წერს ანდრია გვიდიანი.