რატომ არ უნდა დატოვოთ ტელეფონის დამტენი დენის წყაროში
1734037881
დღეს თბილისში აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ჩამოდის. კავკასიაში მიმდინარე პროცესების ფონზე, მნიშვნელოვანი ვიზიტია, - ამის შესახებ სამხედრო ექსპერტი და ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს.
„ერთ ნიუანსს გავუსვამ ხაზს. ილჰამ ალიევი თბილისში ბოლოს 2015 წლის ოქტომბერში, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს იყო. მანამდე, იმავე წელს, ივნისში, ღარიბაშვილი იყო ვიზიტით ბაქოში. ასევე გავიხსენებ ღარიბაშვილის ვიზიტს ანქარაში, მედიაციას აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის (ტყვეების და რუკების გაცვლა) და სხვა. დღევანდელ ადუღებულ მსოფლიოში, აქტიური სამეზობლო და რეგიონული პოლიტიკის წარმოება, სანდო და მეგობრული პირადი ურთიერთობების ჩამოყალიბება სამეზობლოში, მნიშვნელოვანია“, - წერს ამირან სალუქვაძე.