დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები ქვეყნისთვის, ქვეყნის გრძელვადიანი განვითარებისთვის. საქართველოს აქვს ამბიცია და პოტენციალი, რომ შეასრულოს ძალიან მნიშვნელოვანი როლი რეგიონში, როგორც უსაფრთხოების მიმართულებით, ასევე ეკონომიკური განვითარების მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის საქართველოში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, ყველა ის პროექტი, რომელზეც იყო საუბარი ამ ვიზიტის ფარგლებში, არის ძალიან მნიშვნელოვანი არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ სრულიად რეგიონისთვის, რეგიონში არსებული ეკონომიკური მდგომარეობისთვის.
„აღნიშნული პროექტები ქვეყანას მისცემს შესაძლებლობას კიდევ უფრო განიმტკიცოს თავისი როლი რეგიონში და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური სარგებელი მიიღოს. ყველა ინტერესში შედის, რომ დერეფანი იყოს ეკონომიკურად მოგებიანი, უფრო ეფექტური იმისთვის, რომ სრულად მოხდეს უტილიზაცია იმ შესაძლებლობებისა, რა შესაძლებლობებიც არსებობს რეგიონში“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, საქართველოს 24 ოქტომბერს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის პირისპირ შეხვედრა, რის შემდეგაც ირაკლი ღარიბაშვილმა და ილჰამ ალიევმა მედიისთვის განცხადებები გააკეთეს.