დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება
1732290001
კასიანოვს იმ შემთხვევაში დასჭირდებოდა ალბათ უკრაინელების ევაკუაცია საქართველოდან, თუ ჩვენ ბუკებს გავგზავნიდით უკრაინაში, რადგან ეს იქნებოდა საქართველოს პირდაპირი ჩართვა სამხედრო კონფლიქტში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, კასიანოვის დღევანდელი განცხადებაც სამარცხვინო და სპეკულაციურია.
მისივე თქმით, სწორედ კასიანოვი მოგვიწოდებდა მეორე ფრონტისკენ, ამ შემთხვევაში ჩვენ დაგვჭირდებოდა არა მხოლოდ უკრაინელების, არამედ ქართველების ევაკუაციაც საქართველოდან.
„კასიანოვისგან ასეთ არარელევანტურ განცხადებებს მიჩვეულები ვართ. ეს სამწუხარო მოვლენაა. იმ შემთხვევაში დასჭირდებოდა ალბათ უკრაინელების ევაკუაცია საქართველოდან კასიანოვს, თუ ჩვენ ბუკებს გავგზავნიდით უკრაინაში, რადგან ეს იქნებოდა საქართველოს პირდაპირი ჩართვა სამხედრო კონფლიქტში. სწორედ კასიანოვი მოგვიწოდებდა მეორე ფრონტისკენ და ამ შემთხვევაში ჩვენ დაგვჭირდებოდა არა მხოლოდ უკრაინელების, არამედ ქართველების ევაკუაციაც საქართველოდან. ჩვენ მოვისმინეთ კასიანოვის მეორე ფრონტთან დაკავშირებული განცხადებები, რაც იყო ძალიან მძიმე და რაც დღეს მისი მხრიდან მოვისმინეთ, პრინციპში ამ რიტორიკის გაგრძელებაა. ყველამ იცის, რომ ფრენების აღდგენას არავითარი კავშირი არ აქვს რუსების მოზღვავებასთან საქართველოში. ამასთან დაკავშირებით უკვე სამი სპეკულაციური კამპანია გამოვიარეთ. ერთი იყო მარტში, მეორე - ზაფხულის სეზონში და მესამე იყო მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ და ჩვენ დავამტკიდეთ, რომ სამივე იყო ცარიელი სპეკულაცია, არავითარი რისკები არ შექმნილა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, მათ შორის არც საქართველოში მცხოვრები უკრაინელების უსაფრთხოებისთვის. ეს ყველაფერი იყო ცარიელი სპეკულაცია, სამარცხვინო სპეკულაცია და რა თქმა უნდა კასიანოვის დღევანდელი განცხადებაც არის სამარცხვინო სპეკულაციური განცხადება. ცალმხრივად არის შეწყვეტილი ფრენები რუსეთის მხრიდან, ეს იყო მათი მხრიდან დაწესებული სანქცია. თუ ეს სანქცია გაუქმდება რუსეთის ფედერაციის მიერ, ეს არის მათი გადაწყვეტილება და ჩვენ ამაზე ვერავითარ გადაწყვეტილებას ვერ მივიღებთ. ერთადერთი, რაც შემიძლია კიდევ ერთხელ ვთქვა, რა თქმა უნდა, ასეთი გადაწყვეტილება იქნება შეღავათი მილიონამდე ქართველისთვის, რომელიც ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.