დამცირდება თუ დაინგრევა ოპოზიცია - რას გეგმავენ 25 ნოემბერს
1732297816
კარგად ვიცით და გვახსოვს, რა შედეგამდე მიიყვანა ქვეყანა იმან, როდესაც „ნაცმოძრაობას“ ჰქონდა კონტროლი სასამართლო ხელისუფლებაზე და ჰქონდა გავლენა საკადრო გადაწყვეტილებებზე სასამართლოსთან დაკავშირებით. ჩვენ არ გვინდა ის პრაქტიკა გავიმეოროთ, რადგან ამ პრაქტიკის შედეგები იყო ის, რომ სასამართლო ხელისუფლება 2012 წლამდე იყო ქცეული რეპრესიული მანქანის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილად. ეს პრაქტიკა არასდროს უნდა აღდგეს საქართველოში, ამას ჩვენ არ დავუშვებთ,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
კობახიძე „ხალხის ძალის“ მიერ სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესების შესახებ გავრცელებულ წერილს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არის მცდელობა, აღდგეს „ნაცმოძრაობის“ თუნდაც მცირედი გავლენა სასამართლო ხელისუფლებაზე.
„არის აშკარა მცდელობა რომ აღდგეს „ნაცმოძრაობის“ თუნდაც მცირედი გავლენა სასამართლო ხელისუფლებაზე. სამწუხაროა, რომ ამ მცდელობაში ნებსით თუ უნებლიეთ, სხვადასხვა სუბიექტია ჩართული. არ ვიცი რა არის ამის მიზეზი, მაგრამ ხშირად შემოდის ხოლმე მათ შორის, პარლამენტში ისეთი ინიციატივები, რომლის პირდაპირი მიზანია „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკური გავლენის აღდგენა სასამართლო ხელისუფლებაზე. მაგალითად, კვალიფიციური უმრავლესობის წესი, რომელიც არის შემოთავაზებული სხვადასხვა სუბიექტის მიერ, სწორედ ამას ემსახურება. ხშირად გვესმის ინიციატივები ე.წ. ვეტინგთან დაკავშირებით, რაც ითვალისწინებს სასამართლოს წმენდას, ახალი კადრების შემოყვანას მათ შორის, „ნაცმოძრაობის“ ჩართულობით. ასეთი ინიციატივები ჩვენთვის არის რადიკალურად მიუღებელი და ასეთ ინიციატივებს ბუნებრივია, ვერც წარსულში ვიზიარებდით და ვერც მომავალში გავიზიარებთ.“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.