როგორი იქნება 2025 წლის ზაფხული - მეცნიერებმა პროგნოზი გააკეთეს
1739308550
მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მის უფლებას, აირჩიოს, ვისთან ითანამშრომლოს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განუცხადა.
„მე არ ვარ ნატო-ს წარმომადგენელი და ნატო-ს სახელით ვერ ვისაუბრებ. როგორც ევროკავშირის წარმომადგენელს, შემიძლია, ვთქვა, რომ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მის უფლებას, აირჩიოს მისი თანამშრომლობა. ეს არის ფუნდამენტური პრინციპი, რითაც თანამედროვე ევროპული უსაფრთხოება ხელმძღვანელობს.
ვიმედოვნებთ, რომ შეძლებისდაგვარად მოკლე დროში შევძლებთ ამჟამინდელი დაძაბული ვითარების განმუხტვას. ჩვენ ევროკავშირის მხრიდან ვთქვით, რომ მზად ვართ, ვიმოქმედოთ მკაცრი საფასურის გადასახდელად, სამხედრო ინტერვენციის ან დესტაბილიზაციის მცდელობის შემთხვევაში“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.