არავაქცინირებულ ზრდასრულებს 600 ევრომდე ჯარიმის გადახდა მოუწევთ (ავსტრალია)

ავსტრია

1-ლი თებერვლიდან ავსტრიაში ვაქცინაციის მანდატი ამოქმედდება, რომლის მიხედვითაც, არავაქცინირებულ ზრდასრულებს ჯარიმის გადახდა მოუწევთ.

ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.

კანონპროექტის თანახმად, ავსტრიაში მცხოვრებმა 18 წელზე უფროსი ასაკის ყველა პირმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უნდა მიიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არავაქცინირებულ ზრდასრულებს 600 ევრომდე ჯარიმა ემუქრებათ, თუ მათ ვაქცინაციის სერტიფიკატი ან ვაქცინაციისგან გათავისუფლების დამადასტურებელი საბუთი არ ექნებათ. 

ამასთანავე, ვაქცინაციისგან გათავისუფლებულნი იქნებიან ორსულები, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პირები და ადამიანები, რომლებსაც არ შეუძლიათ ვაქცინის სამედიცინო მიზეზების გამო მიღება.