გოგა მანია 2025 წლის ფავორიტ ზოდიაქოს ნიშნებს ასახელებს
1734548983
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თამარ ტალიაშვილმა ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრისა და ნატოს თავდაცვის ძალების სამხედრო კომიტეტის სხდომის ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა:
„აშშ და ევროკავშირი საქართველოს პოზიციებს ცალსახად უჭერენ მხარს. ჩვენ უნდა ვიყოთ დარწმუნებულები, რომ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის პრინციპი ბოლომდე იქნება დაცული. ამ მიმართულებით, არანაირი უკან დახევა მოსალოდნელი არ არის“, - აცხადებს თამარ ტალიაშვილი.
12 იანვარს ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომის დასრულების შემდეგ, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ საბჭოზე მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ალიანსის ღია კარის პოლიტიკა და თითოეული ქვეყნის უფლება, აირჩიოს უსაფრთხოების საკუთარი გზა.
ამასთან, სტოლტენბერგის თქმით, ნატო-ს მოკავშირეებმა რუსეთს მოუწოდეს, პატივი სცეს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ტერიტორიულ მთლიანობას. „ჩვენ არ წავალთ კომპრომისზე რომელიმე ქვეყნის სუვერენიტეტის მიმართ“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.