მერაბ დვალიშვილის პირველი კომენტარი პიოტრ იანთან ბრძოლის შემდეგ
1792875175
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელთან, გრიგორი კარასინთან სატელეფონო საუბარი გამართა. როგორც აბაშიძემ კარასინს განუცხადა, თბილისი ნეგატიურად აფასებს 17 ივლისისთვის ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დაგეგმილ ე.წ. რეფერენდუმს, ამის შესახებ აბაშიძემ Tass-ს განუცხადა.
„გუშინ შედგა სატელეფონო საუბარი გრიგორი კარასინთან. განვიხილეთ. ე.წ. რეფერენდუმის საკითხი. გადავეცი თბილისის ნეგატიური დამოკიდებულება ამ პროცესის მიმართ. კარასინმა თქვა, რომ იცის ქართული მხარის ნეგატიური რეაქციის შესახებ. მან ასევე თქვა, რომ მოსკოვს ესმის თბილისის ასეთი რეაქციის და ამ მიმართულებით არანაირ ნაბიჯებს არ დგამს", - განაცხადა აბაშიძემ.
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთთან შეერთების საკითხზე ე.წ. რეფერენდუმი 17 ივლისს გაიმართება. შესაბამის ბრძანებას დე ფაქტო ხელისუფლების ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა მოაწერა ხელი. ბიბილოვი ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ალან გაგლოევთან დამარცხდა. გაგლოევის ე.წ. ინაუგურაცია 24 მაისს შედგება.