მატჩის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი ქართველ ფეხბურთელებს შეხვდა და მათ სიტყვით მიმართა
1760504616
უკრაინაში, ოკუპირებული დონეცკის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ "აზოვასტლის" ცნობილი ქარხანა დაინგრევა. ამ განცხადებას კი უკრაინული მხარე გამოეხმაურა - მარიუპოლის საკრებულოს განმარტებით, ოკუპანტებს ქვეყნის ერთ-ერთი მსხვილი მეტალურგიული ქარხნის დანგრევა რამდენიმე მიზეზით სურთ:
▪️ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მალე მარიუპოლის დეოკუპაციის ძალები ეყოლება. რუსები პრევენციულად ანადგურებენ უკრაინისთვის მნიშვნელოვან ინდუსტრიულ კომპლექსს.
▪️ მათ სურთ, უკრაინელი სამხედროების გმირობასთან ასოცირებული თითოეული ფაქტის განადგურება,
▪️ ოკუპანტები არ არიან დაინტერესებულნი მარიუპოლის აღდგენით და განვითარებით. მათთვის ეს მხოლოდ ყირიმის დერეფნის ტერიტორიაა.
რატომ არის ეს საწარმო მნიშვნელოვანი?
🔹სრული ციკლის უნიკალური მეტალურგიული კომპლექსი;🔹10 ათასი სამუშაო ადგილი;🔹მილიარდობით დოლარის სავალუტო შემოსავალი;🔹7 ათასი ტონა მაღალი ხარისხის ფოლადი;🔹6 მილიონი ტონა ჩუგუნი, 🔹4,5 მილიონი ტონა ნაგლინი ლითონი