„დღეიდან თვე, თვე-ნახევარში მოხდება...“ - ვრცელდება გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება
1750622029
ქართული კანონმდებლობიდან ტერმინების „გენდერი“ და „გენდერული იდენტობა“ ამოღება იგეგმება.
შესაბამისი ცვლილებების განხორციელების მიზნით, „გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონს სახელწოდება ეცვლება და მას „ქალისა და მამაკაცის თანასწორების შესახებ“ კანონი ერქმევა.
ცვლილებების მიხედვით, კანონებში არსებული ჩანაწერი „გენდერული საკითხები“ შეიცვლება ჩანაწერით – „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხები“, ტერმინი „გენდერის ნიშნის შეუწყნარებლობა“ იცვლება „ქალისა და მამაკაცის თანასწორობისადგმი შეუწყნარებლობით“, კანონში გამოყენებული სიტყვები „გენდერულად მგძნობიარე“ შეიცვლება სიტყვებით „სქესის ნიშნისადმი მგძნობიარე“.