,,სამწუხაროდ, ამას ყველა გავიგებთ...” - რა იწინასწარმეტყველეს ქეთი ეგიდუნაშვილზე
1750682016
პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე საკუთრების უფლების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებით ვაჟა მანიას უსმენენ, რომელიც 2000 წლიდან გელა ნიორაძისა და ნათია ჯიმშელეიშვილის კომპანიების იურიდიულ ინტერესს იცავს. განსახილველი საკითხი რიყის ტერიტორიაზე შპს „ნატვრის ხის“ მფლობელობაში არსებული რესტორანია, რომლის გადაფორმების ამბავსაც ვაჟა მანია იხსენებს.
ვაჟა მანიას განცხადებით, პროკურატურის თანამშრომელმა ჯონი მაჭარაშვილი კომპანიის დირექტორს ლაშა შაკაიას დაემუქრა, რომ თუ ჭკვიანად არ იქნებოდა სანოტარო ბიუროს გარეთ ელოდა მანქანა, რომელიც შესაბამის ადგილზე წაიყვანდა.
„საღამოს საათები იყო, 2006 წლის 30 ოქტომბერს ცნობილი ნოტარიუსის ნინო გინტურის ბიუროში დაგვიბარეს, ბინდდებოდა, იქნებოდა უკვე 9 საათს გადასული. დაგხვდა მაჭარაშვილი, რომელმაც აღმზრდელობითი სამუშაო ჩაუტარა, როგორც კომპანიის დირექტორს, ისე ქალბატონ ნათიას და მის პარტნიორს, რომ შევიდოდნენ ნოტარიუსთან ჭკუით მოქცეულიყვნენ, რომ ყველაფერი უკვე შეთანხმებული იყო და აქ არანაირი ლაფსუსი არ უნდა დაშვებულიყო ხელშეკრულების გადაფორმების დროს და თავიდანვე შეახსენა თუ არა და კი იცით რაც დაგემართებათო. ხელშეკრულებას როცა აფორმებდნენ კომპანიის დირექტორმა ლაშა შაკაიამ უთხრა კი ვაფორმებთ ამ ხელშეკრულებას, მაგრამ აქ რომ წერთ 500 000 აშშ დოლარს ღირებულებას, ხომ ვიცით რომ რეალური ღირებულება 6-ჯერ აღემატება 500 000-ს. მოდი რეალური ფასი ჩავწეროთ ამაში, იმიტომ რომ ლაშაც ფიქრობდა და ჩვენც ვფიქრობდით, რომ ოდესმე მოვიდოდა დრო, როდესაც ამის ლაპარაკის საშუალება გვექნებოდა. მაჭარაშვილმა უთხრა, რომ თუ ჭკვიანად არ მოიქცეოდა, მას ელოდებოდა გარეთ მანქანა, რომლითაც მიაბრძანებდა სადაც საჭირო იყო და ვინც გარეთ დარჩებოდა ნოტარიუსის ბაჟსაც მათ გადაახდევინებდნენ. ასე გადავაფორმეთ ეს რიყის ქონება“, - განაცხადა ვაჟა მანიამ.