„დღეიდან თვე, თვე-ნახევარში მოხდება...“ - ვრცელდება გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება
1750622029
საქართველოს წინააღმდეგ საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების საქმეზე გამოკითხვები გრძელდება. დღეს გენერალურ პროკურატურაში სოფელ წაღვლის მაცხოვრებლები მურმან კაპანაძე და ზვიად ლომიძე არიან დაბარებულები. საგამოძიებო უწყებაში მათ 13:00 საათზე ელიან.
რა მიზანს ემსახურებოდა საოკუპაციო ხაზთან პოლიციის საგუშაგოს თვითნებურად დადგმა, გიორგი გახარიას, რომელმაც გადაწყვეტილება ყველასთან შეუთანხმებლად მიიღო, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შემდეგ, უკვე პროკურატურაშიც ელიან.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ყველასთან შეუთანხმებელი გადაწყვეტილების შედეგად, ქვეყანამ დამატებითი ტერიტორიები დაკარგა.
„ფაქტია, რომ ჩორჩანას ეპიზოდი არის ძალიან ბუნდოვანი და შედეგი არის ძალიან მძიმე - ისედაც ოკუპირებულმა ქვეყანამ დამატებით ტერიტორიის მილიონი კვადრატი დაკარგა. ვფიქრობ, ეს არის მინიმუმ უპასუხისმგებლობა და ყოველ შემთხვევაში, ისეთი ელფერი აქვს, რომ მხოლოდ უპასუხისმგებლობის საკითხი არ უნდა იყოს. სავარაუდოდ, გამოიკვეთება დანაშაულის განზრახ ჩადენის ფაქტი“, - მიიჩნევს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე.