პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ოპოზიციონერები არიან ყველაზე ბოროტი ადამიანები. თუკი რაიმე სიბინძურე შეიძლება ადამიანმა გაიფიქროს, ყველაფრის მკადრებლები არიან. ისევ ისეთებია არიან, როგორებიც ხელისუფლებაში იყვნენ. მაშინ უბრალოდ უფრო მეტი ძალაუფლება ჰქონდათ, - განაცხადა დედაქალაქის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ გადაცემაში "იმედი LIVE".
„დღეს ეს ინსტრუმენტები აღარ აქვთ და რაც შეუძლიათ ბულინგით, შეურაცხყოფით, თავიანთი ტელევიზიებით მიადგებიან ოჯახებში უვარდებიან და აყენებენ შეურაცხყოფას წარმატებულ ადამიანებს.
შენ თუ გაქვს განსხვავებული მოსაზრება და არ ფიქრობ როგორც ის კონკრეტული რადიკალი, მათი გაგებით ხარ ქვეყნის მტერი.რა გამოკიდებაა ეს. ამ ყველაფერს ხალხი ხედავს.
ლაშა ბექაური, ლაშა ტალახაძე, გენო პეტრიაშვილი, ჩვენი ფეხბურთელები, რატომ უნდა მიაყენო მათ შეურაცხყოფა. ისინი ასე ფიქრობენ, რომ „ქართული ოცნება“ არის ის ძალა, რომელიც ქვეყანაში შეინარჩუნებს მშვიდობას, მოახდენს ქვეყნის განვითარებას, წინსვლას, შეგვიყვანს ევროკავშირში და ამის გამო უნდა გადაუარო, უნდა დააბულინგო, შეურაცხყოფა მიაყენო და ა.შ?“, - აღნიშნა კახა კალაძემ.