კახა კალაძე: როდესაც ემსახურები სხვა ქვეყნის ინტერესს და შენი ქვეყნის წინააღმდეგ მიდიხარ, ასეთ ძალებს არანაირი მომავალი არა აქვთ, არც ერთიან პლატფორმაზე და არც დამოუკიდებლად

კახა კალაძე

თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან ოპოზიციურ ალიანსში მიმდინარე პროცესები შეაფასა. მისივე თქმით, მსგავს პოლიტიკურ გაერთიანებებს პერსპექტივა არ გააჩნია.

„ხომ გახსოვთ, რამდენჯერ გაერთიანდნენ და  დაიშალნენ. თვითონვე აირივნენ თვლაში. ხან რაღაც ერთიან პლატფორმებს ქმნიან, ხან დამოუკიდებელ სუბიექტებად მოგვევლინებიან. ამას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს. როდესაც, ემსახურები სხვა ქვეყნის ინტერესს, ყველაფერს აკეთებ იმისთვის, რომ გაატარო უცხო ძალების ინტერესი საკუთარ ქვეყანაში და წახვიდე შენი ქვეყნის წინააღმდეგ, ასეთ ძალებს არანაირი მომავალი არა აქვთ, არც ერთიან პლატფორმაზე და არც დამოუკიდებლად“, - განაცხადა კახა კალაძემ.

✕