ვინც აღდგომას საფლავზე გადის, ეს უნდა იცოდეს
1744405765
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის ლიდერი ვერ იქნება, რადგან ის მათთვის საინტერესო იყო პრეზიდენტის სტატუსის გამო.
„ეს დაპირისპირება დიდი ხანია გრძელდება. სალომე ზურაბიშვილის ლიდერობა ვერ შედგება. სალომე ზურაბიშვილს იყენებდა ეს რადიკალური დაჯგუფება და თვითონაც გახდა მისი წარმომადგენელი თავისი სტატუსიდან გამომდინარე, რომელიც ჰქონდა მას პრეზიდენტის შემთხვევაში. დღეს მას არანაირი სტატუსი არ გააჩნია და ამ რადიკალურ დაჯგუფებასაც უსტატუსო სალომე ზურაბიშვილი არ სჭირდება. ეს არის მოცემულობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.