ლევან მახაშვილი: დიდი ბრიტანეთის კანონმდებლობა არის გამოაშკარავება იმ პოლიტიკური ტყუილების, რომლითაც ცდილობდნენ NGO-ები, რომ გამოეკვებათ საზოგადოება, როდესაც აპელირებდნენ, რომ ეს რამენაირად ეწინააღმდეგებოდა ევროპულ კანონმდებლობას

ლევან მახაშვილი

დიდი ბრიტანეთის კანონმდებლობა არის გამოაშკარავება იმ პოლიტიკური ტყუილების, რომლითაც ცდილობდნენ NGO-ები, რომ გამოეკვებათ საზოგადოება, როდესაც აპელირებდნენ, რომ ეს რამენაირად ეწინააღმდეგებოდა ევროპულ კანონმდებლობას, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა დიდ ბრიტანეთში უცხოური გავლენის რეგისტრაციის სქემის ამოქმედებაზე.

„ჩვენ მივესალმებით ნებისმიერი სახელმწიფოს მცდელობას, რომ საკუთარი ქვეყანა, საზოგადოება დაიცვას უცხოური გავლენებისაგან. ამავე დროს, ამ სახელმწიფოებს აღარ შეიძლება ჰქონდეთ რაიმე მორალური, პოლიტიკური თუ სამართლებრივი არგუმენტი საქართველოს კანონმდებლობის წინააღმდეგ, როდესაც ჩვენ ასევე ვცდილობთ ფარული გავლენებისგან ჩვენი საზოგადოების დაცვას მეტი გამჭვირვალობით და მეტი ღიაობით. ამავე დროს, რა თქმა უნდა ეს კანონმდებლობები და მათ შორის, დიდი ბრიტანეთის კანონმდებლობა არის გამოაშკარავება იმ პოლიტიკური ტყუილების, რომლითაც ცდილობდნენ NGO-ები, რომ გამოეკვებათ საზოგადოება, როდესაც აპელირებდნენ, რომ ეს რამენაირად ეწინააღმდეგებოდა ევროპულ კანონმდებლობას“,- განაცხადა მახაშვილმა.