კახა კალაძე: დებატებისას საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახა, რომ ერთადერთი გუნდი ვართ, რომელიც რაიონებში განსახორციელებელი კონკრეტული პროექტებით საუბრობს

კახა კალაძე

კიდევ ერთხელ გამოჩნდა, ჩვენს გუნდს რეალურად შეუძლია, ღირსეულად უპასუხოს თბილისში არსებულ ყველა გამოწვევას, – ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე მედიასთან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში თბილისის მერობის კანდიდატებს შორის გამართულ დებატებს.

კალაძის თქმით, საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახა, ვის რა ხედვა აქვს დედაქალაქის განვითარებასთან დაკავშირებით.

„ერთადერთი პოლიტიკური გუნდი ვართ, ვინც საუბრობს თბილისთან დაკავშირებით, რა უნდა გაკეთდეს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, რა გამოწვევები არსებობს. კანდიდატებმა ისაუბრეს კონკრეტულ პრობლემებზე, მაგალითად, საცობებზე, მაგრამ მათ არ წარმოუდგენიათ ხედვა, გეგმა რა უნდა გაკეთდეს მის მოსაგვარებლად. ერთადერთი გუნდი ვართ „ქართული ოცნება“, რომელიც რაიონებში განსახორციელებელი კონკრეტული პროექტებით საუბრობს“, – განაცხადა კახა კალაძემ.