1500 და 4500 ლარი ოჯახებს - ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვინც ფინანსურ დახმარებას მიიღებს
1747049356
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, პეტრე ცისკარიშვილი დარწმუნებულია, რომ არჩევნებში გამარჯვებას ლევან ხაბეიშვილი მოიპოვებს. მისი თქმით, ლევან ხაბეიშვილის გამარჯვების შემთხვევაში, მათი გუნდის ამოცანა იქნება, რომ ნიკა მელიას ხალხი შემოიკრიბონ და გააერთიანონ.
„ჯერ უნდა გადახტე და ჰოპლა მერე უნდა დაიძახო. ჩვენ არ ვყოფთ არავის და ლევან ხაბეიშვილის გამარჯვების შემთხვევაში, ჩვენი ამოცანა იქნება, რომ შემოვიკრიბოთ და გავაერთიანოთ ეს ხალხი. იგივე გიორგი კირთაძისთვის მოიძებნება სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობა და პოზიციაც. თუ ის მოისურვებს, რომ ჩაერთოს“, - აღნიშნა პეტრე ცისკარიშვილმა.
ნიკა მელიამ „ნაცმოძრაობის“ გენერალური მდივნის თანამდებობაზე გიორგი კირთაძე წარადგინა. ახლა ამ პოსტს პეტრე ცისკარიძე იკავებს. პარტიაში თავმჯდომარეობის კანდიდატებს შორის არჩევნები კვირის ბოლოს გაიმართება