იყო რამდენიმე უბანი და სამწუხაროდ, ისე ხდებოდა ხოლმე, რომ ერთი და იგივე კონკრეტული ჟურნალისტები, დაჯგუფებები ხვდებოდნენ ერთად და იქ ხდებოდა მაინც და მაინც არეულობა - ირაკლი კობახიძე

კობახიძე

ლევან ხაბეიშვილის დაცვის თანამშრომელი თავად დასაცავი ყოფილა, ასე გამოდის. არ ვიცი, ამასთან დაკავშირებით რა კომენტარი გავაკეთო, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ლევან ხაბეიშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, იყო რამდენიმე უბანი, სადაც არეულობა დაფიქსირდა. მთლიანობაში კი ქვეყნის მასშტაბით, 3 100-ზე მეტ უბანზე, არჩევნები მშვიდ გარემოში წარიმართება, რაც არის მთავარი და მნიშვნელოვანი.

„იყო რამდენიმე შემთხვევა, რამდენიმე უბანი და სამწუხაროდ, ისე ხდებოდა-ხოლმე, რომ ერთი და იგივე კონკრეტული ჟურნალისტები, დაჯგუფებები ხვდებოდნენ ერთად და იქ ხდებოდა მაინც და მაინც არეულობა. თუმცა, ეს იყო მხოლოდ რამდენიმე უბანი. მთლიანობაში, ქვეყნის მასშტაბით, 3 100-ზე მეტ უბანზე არჩევნები მშვიდ გარემოში წარიმართება, რაც არის მთავარი და მნიშვნელოვანი“, - აღნიშნა კობახიძემ.