„იყავით ძალიან ფხიზლად, იყავით მზად უმოკლეს დროში მობილიზებისთვის“- სააკაშვილი მხარდამჭერებს

სააკაშვილი

Sky News-მა მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუ გამოაქვეყნა. პატიმარი ექსპრეზიდენტი აცხადებს, რომ უკრაინიდან მისი ჩამოსვლის მიზანი ქართველი ხალხის გამოფხიზლება იყო, რადგანაც საქართველო რუსეთისკენ არის შებრუნებული.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მას პოლიორგანული უკმარისობა ემუქრება.

გამოცემა იუწყება, რომ მიხეილ სააკაშვილს კითხვები მისი ადვოკატის მეშვეობით გადასცეს და ხელნაწერი პასუხები მიიღეს.

ამასთან, Sky News-თან ინტერვიუში ის გზავნილს უგზავნის ათასობით მომიტინგეს, რომლებმაც ე.წ. „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტები გააპროტესტეს.

„იყავით ძალიან ფხიზლად, იყავით მზად უმოკლეს დროში მობილიზებისთვის ოლიგარქული რეჟიმის შურისმაძიებლობის გამო“, - წერს სააკაშვილი.