ბაბი კირკიტაძემ „ღამის შოუს ბენდი“ დატოვა - რა ხდება ცნობილი შოუს ანონსიდან?
1792783804
ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა და ზეწოლის მცდელობა ქართულ მართლმსაჯულებაზე - ასე აფასებს მმართველი გუნდი სამი ევროპარლამენტარის განცხადებას, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამენ და წერენ, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობებს გმობენ და საკონსტიტუციო სარჩელის გამოთხოვის მოწოდებით გამოდიან.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ საქმის არსებითად განხილვამდე სამართალწარმოების ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დაყენება, სასამართლოს დამოუკიდებლობაში უხეში ჩარევა და სამართლის უზენაესობის პრინციპის დარღვევაა.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის დავით მათიკაშვილის განცხადებით, ქართულ მართლმსაჯულებასა და სუვერენიტეტზე გავეშებულ თავდასხმა მიმდინარეობს.
"ჩვენ ვხედავთ გავეშებულ თავდასხმას ქართულ მართლმსაჯულებაზე, ჩვენს სუვერენიტეტზე. ცალკეული გარე ძალები, ძირითადად ევრობიუროკრატია ცდილობს პირდაპირი მნიშვნელობით ჩაერიოს ჩვენს მართლმსაჯულებაში, ითხოვენ კონსტიტუციური სარჩელის გამოთხოვას, ამით პირდაპირ ახდენენ ზეწოლას, როგორც მოსარჩელეებზე, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე, რომლის არანაირი უფლებაც მათ არ გააჩნიათ. ჩვენ არაერთი შემთხვევა ვიცით დემოკრატიული ევროპის ისტორიაში, როდესაც არაკონსტიტუციური პარტიები, მათი საქმიანობის შინაარსიდან გამომდინარე იკრძალებიან ამა თუ იმ ქვეყნის მიერ და ეს დემოკრატიული განვითარების, დემოკრატიული აღმშენებლობის ჩვეულებრივი პროცესია.
როდესაც საქმე ეხება საქართველოს, როდესაც აგენტურულ პარტიებს საქართველოს პოლიტიკური ველიდან გაქრობას პირდაპირი საფრთხე დაუდგა, ევრობიუროკრატიამ ხმა ერთხმად აიმაღლა. სააკაშვილის მეგობრები სააკაშვილის მეგობრობას არ ღალატობენ, რაც პირდაპირი მნიშვნელობით ქართული სახელმწიფოს მტრობას წარმოადგენს. სხვა მეტი რას უნდა დაველოდოთ ქალბატონი რასასგან, როდესაც პირდაპირი მნიშვნელობით ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი სუვერენიტეტის გაქრობა, მასზე თავდასხმა, მისი პოლიტიკური საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს,"- აცხადებს დავით მათიკაშვილი.