ივანე მაჭავარიანი: ჩორჩანაში საგუშაგოს აღმართვაზე იყო კითხვები. განვუმარტე, რაც იყო რეალობა. ამის შესახებ გავიგე ტელევიზიებით, მანამდე წარმოდგენა არ მქონდა

ივანე მაჭავარიანი

გენერალურ პროკურატურაში ფინანსთა ყოფილი მინისტრის გამოკითხვა ცოტა ხნის წინ დასრულდა. როგორც მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, მას არ ჰქონია ინფორმაცია გიორგი გახარიას გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმას ეხება და აღნიშნულის შესახებ მედიის საშუალებით გაიგო.

„ჩორჩანაში საგუშაგოს აღმართვაზე იყო კითხვები. განვუმარტე, რაც იყო რეალობა. ამის შესახებ გავიგე ტელევიზიებით მას შემდეგ, რაც ეს საკითხი გააქტიურდა. მანამდე წარმოდგენა არ მქონდა. გავიგე, რაც მედიაში გაჩნდა ახლა, რამდენიმე კვირის წინ“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

მტრულ საქმიანობაში დახმარებისა და საბოტაჟის საქმეზე გენერალურ პროკურატურაში გამოძიება გრძელდება.