"ტემპერატურა +34-მდეც აიწევს, თუმცა....“ - მაისის ამინდის პროგნოზი, საქართველოს მასშტაბით
1745843897
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 4 წევრის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ გიორგი ძაგანიას, გიორგი ჭიქაბერიძის, დიმიტრი ჯავახაძისა და გიორგი ჯავახიშვილის კანდიდატურებს მხარი დაუჭირა.
კენჭისყრამდე, კანდიდატებმა დეპუტატების შეკითხვებს უპასუხეს, მათ შორის, 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის 4 წევრის თანამდებობებზე კანდიდატები საკონკურსო კომისიამ შეარჩია და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს წარუდგინა.